მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

649002d9ad55c
გიორგი თოლორდავა
19.06.23 11:45
2334
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესიის დაწყებიდან რამდენიმე საათში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1%-ით შემცირდა და ამჟამად 76 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულება კი 71 დოლარს შეადგენს.

დაღმასვლა ფიქსირდება რუსულ ნავთობთან მიმართებითაც, რომელიც ერთ კვირაში 1%-ით გაიაფდა და ამჟამად ბარელი Urals-ის ფასი 57 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ერთწლიან პერიოდში ბირჟაზე ნავთობი საშუალოდ 40%-ითაა გაიაფებული.

მკვეთრად ეცემა ბუნებრივი აირის ღირებულებაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 11%-ით შემცირდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 30 ევროს შეადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში გაზის ფასი მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 70%-ითაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ Goldman Sachs-მა წლის ბოლოსთვის ნავთობის პროგნოზირებული ფასი 10%-ით შეამცირა. ანალიტიკოსების შეფასებით, დეკემბრისთვის ბარელი Brent-ის ღირებულება 80 დოლარის ფარგლებში იქნება. ფასების შემცირების მიზეზი რუსეთის ფედერაციის მიერ გლობალური ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების გაზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები