მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასები მცირდება

637b2338364c9
გიორგი თოლორდავა
21.11.22 11:21
582
მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენციით დაიწყო. ნავთობის ფასი დაახლოებით 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი WTI Crude-ის ფასი 79 დოლარის ფარგლებშია, Brent-ის ღირებულება კი 87 დოლარამდეა შემცირებული

ნავთობის ფასების შემცირება ჩინეთში გავრცელებულ ცნობებთანაა დაკავშირებული, როგორც ჩანს, კომუნისტური მთავრობა პანდემიის მართვის მიზნით ახალი რეგლამენტზე მუშაობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთში ლოკდაუნებისა და რეგულაციების გაუქმება დაგეგმილი არ არის.

მოგეხსენებათ, ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, მისი ეკონომიკის შეზღუდვა კი პირდაპირ ახდენს გავლენას ენერგორესურსების ფასებზე. აგრეთვე გასათვალისწინებელი ის მოცემულობაც, რომ ინვესტორები და ტრეიდერები უახლოეს მომავალში რეგულაციების გაუქმებას ვარაუდობდნენ, რაც ენერგორესურსების ბირჟაზეც შესაბამისად იყო ასახული.

მეორე საკვანძო საკითხი აშშ-არაბეთის ურთიერთობებს უკავშირდება, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანის ბრალი არ მიუძღვის. აღნიშნულ საკითხი წლების განმავლობაში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ნიადაგს წარმოადგენდა, აშშ-ის მიერ პოზიციის დათმობა კი ინვესტორებს აძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ საუდის არაბეთი მომავალში პროამერიკულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ცხადია, ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ნავთობის მიწოდების საკითხს უკავშირდება, ვინაიდან, მოგეხსენებათ, არაბეთი OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერია, პრინცი ბინ სალმანი კი კარტელის ხელმძღვანელი.