03.აგვისტო .2020 16:50

ბითაძე ჭავჭავაძის გამტარიანობაზე კრიტიკას პასუხობს - "პროექტების განხორციელებისას მკითხავებს კი არ ვეკითხებით"

views 879
უკან

პროექტების განხორციელებისას მკითხავებს კი არ ვეკითხებით, კვლევებსა და პროგრამებზეა დაყრდნობილი, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

ბითაძე ჭავჭავაძის გამზირზე განახლებულ სატრანსპორტო სქემასთან დაკავშირებით მოქალაქეთა კრიტიკას გამოეხმაურა.

„როცა პროექტზე ვიწყებთ მუშაობას, ამას არ ვაკეთებთ მკითხავების დაკითხვით. ეს არის შესაბამის კვლევებზე და ელექტრონულ პროგრამებზე დაყრდნობით მიღებული სქემა, რომელიც ებმის არა მხოლოდ ჭავჭავაძეს, არამედ მთელ 10 ძირითად დერეფანს და რომლებზეც მოსახლეობამ შეუფერხებლად უნდა იაროს. ეს დოკუმენტები არის ოფიციალური და ვებ-გვერდზე გვიდევს. ჩვენ გვაქვს სამი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. სამივე პროექტის მიხედვით არის დაპროექტებული არა მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირი, არამედ 10 დერეფანი თბილისში და ზუსტად გვაქვს დათვლილი ავტობუსების რაოდენობა და ზომები ისე, რომ მოქალაქეების გადაადგილება გააუმჯობესოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

მერის მოადგილემ გაიხსენა გასულ წელს განხორციელებული კოსტავა-შარტავას ქუჩების რებილიტაცია და თქვა, რომ პირველ დღეებში ზუსტად იგივე პრობლემები იყო, რაც ახლა ჭავჭავაძეზე არის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა