მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასმა კიდევ მოიმატა მას შემდეგ, რაც Visa-მ ის ანგარიშსწორების საშუალებად აღიარა

606312b352f83
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.21 22:20
969
ბიტკოინის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 3%-ით მოიმატა, მას შემდეგ რაც ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა წარმომადგენელმა Visa-მ, კრიპტოვალუტა USD Coin-ი ანგარიშსწორების საშუალებად აღიარა.

კრიპტოვალუტა USD Coin-ი ერთ-ერთ ყველაზე მყარ კრიპტოვალუტად ითვლება, რომელიც პირდაპირ მიბმულია აშშ დოლარზე. კრიპტოვალუტა USD Coin-ი 2018 წელს დაარსდა კომპანია Circle-ის და Bitmain -ის მიერ (რომელიც თავის მხრივ ბითკოინის მაინერ კომპანიადაც ითვლება). 1 USD Coin-ის ღირებულება 1 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია 10,7 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ Visa-მ ასევე შექმნა ანგარიშსწორების საპილოტე პროგრამა ე.წ. კრიპტოპლატფორმა Crypto.com-ი, სადაც წლის ბოლომდე სხვა ახალი პარტნიორებიც დაემატებიან, დიდი ალბათობით მათ შორის ბიტკოინიც გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასი ბოლო ექვს თვეში 400%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორების დამსახურებაა.

მაგალითად, ჯეკ დორსიმ კრიპტოვალუტში 200 მილიონი აშშ დოლარი დააბანდა, ხოლო Tesla-მ ბიტკოინი ანგარიშსწორების ძირითად ვალუტად აღიარა.

შეგახსენებთ, რომ Visa-მდე სხვადასხვა კრიპტოვალუტები ანგარიშსწორების საშუალებად უკვე გამოაცხადეს ისეთმა ფინანსურმა კომპანიებმა, როგორებიცაა BNY Mellon-ი, BlackRock Inc-ი და Mastercard Inc-ი.