მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუროკრატია ღუპავს ბიზნესს – დავით იაკობაშვილი რუსეთში ბიზნესის კეთებაზე

5eb6b88f003fd
თამთა ჯიჯავაძე
09.05.20 20:15
2222
"ბიუროკრატია ღუპავს ბიზნესს" – ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში რუსეთში ბიზნესის კეთების შესახებ საუბრისას აღნიშნა. ეს Forbes Talks-ის ფორმატში დავით იაკობაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუა. 

იაკობაშვილის განცხადებით, რუსეთში ბიუროკრატიული წნეხი საკმაოდ დიდია, ეს კი ბიზნესის განვითარებას აფერხებს. ამასთან, ბიზნესმენის თქმით, 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ის და მისი პარტნიორები იწყებდნენ საქმიანობას, მაშინ ამგვარი წნეხი ფაქტობრივად არ არსებობდა, ხოლო ახალი ბიზნესის დაწყება კი ბევრად მარტივი იყო "დღეს რუსეთში მთავარი ვექტორია სახელმწიფო კომპანიები" - აცხადებს ის. 

დავით იაკობაშვილი ამბობს, რომ ამჟამად, რუსეთის ფედერაციაში მისი საქმიანობა მხოლოდ მუზეუმის სახით, სოციალური პროექტით შემოიფარგლება.

დავით იაკობაშვილი რუსეთში ბიზნესის კეთების შესახებ:

თქვენი შეფასებით, რა არის რუსეთში ბიზნესის კეთების ძლიერი და სუსტი მხარეები?

ჩემი აზრით, ძალიან დიდი ბიუროკრატიაა, ბიუროკრატია ღუპავს ბიზნესს. ჩვენ რომ ვიწყებდით ბიზნესს 90-იან წლებში, სულ სხვა იყო მაშინ, მაშინ თავისუფლება იყო და სულ სხვა იმედი გვქონდა. ახლა იმდენად არის ყველაფერი „დაბიუროკრატებული“, რომ ძალიან ძნელია ბიზნესის კეთება.. ახალ-ახალი ბიზნესის დაწყება.. ამიტომაც ძირითადად მე რუსეთში სოციალურ პროექტს ვაკეთებ, რომელიც დავიწყე 2000 წელს. ეს არის მუზეუმი და ამას მივყვები.

აქტიური ბიზნესი რუსეთში იაკობაშვილს დღეს არ აქვს? ძირითადად ეს არის სოციალური პროექტები?

დიახ სოციალური პროექტია. რაც დამრჩა, ეს არის რაღაც შენობები და ინვესტორი ვარ. მეტი არაფერი. წელიწადზე მეტია, რაც რუსეთში არ ვყოფილვარ.

შეიძლება ითქვას თუ არა, რომ რუსეთის საქმიან წრეებთან გაქვთ ურთიერთობა...

დიახ მაქვს, იმდენი მეგობარი და ამხანაგი მყავს.

90–იანი წლებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბიზნესმენი ხართ. დღეს შეგიძლიათ გამოარჩიოთ რამდენიმე ბიზნესმენი რუსეთის საქმიანი წრეებიდან, რომელსაც თქვენ აფასებთ სხვადასხვა ღირებულებებით და თქვენთვის ავტორიტეტია?

ბევრი ხალხია, ვისაც ვაფასებ, ვინც დაიწყო ჩემს დროს, შეიძლება უფრო ადრე, შეიძლება უფრო გვიან. ძალიან ბევრი პატივცემული და ჭკვიანი ხალხია. ხანდახან საინტერესოა ჩემთვის მათი მოსმენა, მათი აზრები. ვცდილობ, რომ მოვუსმინო და გავიგო ან წავიკითხო რას ფიქრობენ, რას ლაპარაკობენ. ხანდახან დაველაპარაკო... სულ ყოველთვის სწავლობ ადამიანი. ამაშია საქმეა, რომ არასოდეს უნდა შეაჩერო სწავლა, სულ ყოველდღე რაღაც ახალს იგებ, ამ ნიადაგზე შენ შეგიძლია რაღაც ახლის გაკეთება და გამოყენება...

დავით იაკობაშვილი - Forbes Talks