მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესი რომ განვითარდეს, ვაქცინაციაა საჭირო“ - “ბადაგონის” დამფუძნებელი

612a01f44e380
ლიკა გურაბანიძე
28.08.21 19:30
1300
“ვაქცინაცია ნამდვილად მნიშვნელოვანია. მსოფლიო თუ ადგილობრივი მაგალითები გვიჩვენებს, რომ ჯერჯერობით აცრა ერთადერთი გზაა პანდემიის შესაკავებლად“, - ამის შესახებ კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ bm.ge-ისთან განაცხადა.

ბიზნესმენის აზრით, იმისთვის, რომ კერძო სექტორი და ჯამში, ქვეყანა განვითარდეს, ვაქცინაციაა საჭირო და აცრის სიკეთეებში მოსახლეობის დასარწმუნებლად კი - სწორი ინფორმირება.

„მოქალაქეების აცრაზე ძალით დაყოლიება გამოსავალი არ არის; იძულებით არაფერი უნდა მოხდეს. ჩვენს თანამშრომლებს ვაქცინაციას არ ვაძალებთ, მაგრამ ჩვენს პირად მაგალითს ვაძლევთ. "ბადაგონში" დსაქმებულების 70% უკვე აცრილია. ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის მეტი და სწორი ინფორმირებაა საჭირო; მათ შემეცნებითი კამპანიები უნდა აწარმოონ, რათა საზოგადოება ვაქცინაციის სიკეთეში გაარკვიონ და დაარწმუნონ.

მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესის წინსვლაზე ძალიან რთულად აისახება; ჩვენი ბიზნესი სენსიტიურია და ნებისმიერი არასტაბილური სიტუაცია დიდ რყევებს ქმნის. ორი წელია დაძაბულ რეჟიმში ვმუშაობთ, რადგან როგორც კი რომელიმე ქვეყანაში ვირუსი კიდევ ერთხელ იფეთქებს აქ ჩვენ შეფერხებები გვაქვს. ამდენად, იმისთვის რომ ქვეყანა განვითარდეს, ბიზნესი განვითარდეს, ვაქცინაციაა საჭირო“, - ამბობს “ბადაგონის” დამფუძნებელი.