მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოსთვის - გაეროს ქალთა ორგანიზაცია კონფერენციას მართავს

63987f8318f1c
BM.GE
14.12.22 09:00
482
თანასწორობა და მრავალფეროვნება ღირსეული სამუშაო გარემოს აუცილებელი წინაპირობაა და მის შექმნაში ბიზნესს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სწორედ ამ თემას ეძღვნება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ თბილისში უკვე მეხუთედ ტარდება. კონფერენცია 13:00 საათზე იწყება.

ღონისძიებას გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების, ბიზნესგაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის, გენდერისა და ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალისტები დაესწრებიან.

ღონისძების მონაწილეები სამუშაო ადგილზე თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობის როლზე იმსჯელებენ, განიხილავენ წვლილს, რომლის შეტანაც კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიებს თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობაში შეუძლია, გაუზიარებენ ერთმანეთს ამ სტრატეგიების ფორმირების საკუთარ თუ საერთაშორისო გამოცდილებას და ა.შ.

ღონისძიების ბოლოს კი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ახალი კომპანიებიც შეურთდებიან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მათი რიცხვი უკვე 170-მდეა გაზრდილი, რაც კერძო სექტორის არსებული მასშტაბის გათვალისწინებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტსა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2014 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.