მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესლიდერთა ფედერაციამ "ქალები მომავლისთვის" აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა

5f0c99db103f3
BM.GE
13.07.20 21:13
1459
ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და ამერიკელ დიპლომატებს უმასპინძლეს. ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და ამერიკის ელჩის ეს შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მხარეებმა ბიზნესის გამოწვევები და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, მხარეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრნენ და რეგიონის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. მათ მოინახულეს ენგურის ჰიდროელექტროსადგური, მესტია, იფარი და უშგული, წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, ადგილობრივი მუზეუმი და სხვა კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ასევე გაიცნეს სვანეთის რეგიონის უნიკალური ტრადიციები და სვანური სამზარეულო.