მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი: კლინიკებთან დაკავშირებით აუცილებლად დაბალანსებულ შედეგს მივაღწევთ

5def8fb712b8c
ინგა მურუსიძე
10.12.19 16:23
950
კლინიკებთან დაკავშირებით აუცილებლად დაბალანსებულ შედეგს მივაღწევთ, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა bm.ge-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო სექტორის დიდი ნაწილის შეშფოთებას შეეხებოდა. 

მისივე თქმით,  კლინკების წარმომადგენლებთან  პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა უკვე გაიმართა.

"რაც შეეხება კლინიკებს, ცხადია, შეხვედრა გვქონდა; შემდგომ შეხვედრა იყო პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან. ეს პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო ფორმატში ვართ კლინიკებთან. ისეთ დაბალანსებულ შედეგს მივაღწევთ, რომელიც არ იქნება დამაზარალებელი ბიზნესისთვის და ამავდროულად, ეფექტიანობას აამაღლებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართულებით“, - განაცხადა დაუშვილმა.

bm.ge-ისთვის უცნობია, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის აპარატი ამზადებს თუ არა საკუთარ დასკვნას წერილობით. 

შეგახსენებთ: მთავრობის 520-ე დადგენილებით, 20 ნოემბრიდან  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ასეულობით სამედიცინო სერვისზე ტარიფი გათანაბრდა.