მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ დაუშვილი - მხარი დაუჭირეთ რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვის ინიციატივას

63e235df88f2a
BM.GE
07.02.23 15:27
673
„უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და თავიანთი განცხადებებითა და მოქმედებებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ვერ დაუახლოვდეს დასავლეთს, ვერ გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო-ში“, - ამის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება.

ინიციატივა ითვალისწინებს ერთწლიანი უვიზო რეჟიმის გაუქმებას და 180-დღიან პერიოდში, მაქსიმუმ 30 დღეზე ჩამოსვლას.

„ჩვენ დავაინიცირეთ რეზოლუცია, რომელიც ეხება უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას და პირდაპირი ავიამიმოსვლის არაღდგენას. მოგიწოდებთ ყველას, მხარი დაგვიჭირეთ ამ რეზოლუციაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ჰქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი - რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის ფედერაციასთან და იმ აგრესიასთან მიმართებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი ცალსახა პოზიციაა ერთწლიანი უვიზო რეჟიმი ჩამოვიდეს მაქსიმუმ 30 დღეზე 180-დღიან პერიოდში. ანუ ეს მოცემულობა უნდა გადავიყვანოთ ტურისტულ რეჟიმზე. ჩვენ ტურისტების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რადგან ეს ქართულ ეკონომიკას ეხმარება, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ უსაფრთხოების რისკები იმდენად მაღლა არის აწეული, რომ არ შეიძლება ერთწლიანი აბსოლუტურად უკონტროლო მიგრაცია იყოს დაშვებული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები