27.იანვარი .2021 15:32

„ბიზნესს ყველაფრის ერთბაშად გახსნა სურს“ - რაზე უთხრა უარი მთავრობამ სავაჭრო ცენტრებს

„ბიზნესს ყველაფრის ერთბაშად გახსნა სურს“ - რაზე უთხრა უარი მთავრობამ სავაჭრო ცენტრებს
views 477
უკან

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ცენტრები და საცალო ვაჭრობის ობიექტები 1 თებერვლიდან იმ შეზღუდვებით ამოქმედდებიან, რაც 22 იანვარს გაჟღერდა. ამის შესახებ მან სავაჭრო ცენტრებისა და საცალო გაყიდვების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, არ გადაიხედება არც შაბათ-კვირას არსებული შეზღუდვა, თუმცა გასახდელები მაღაზიებში ამოქმედდება და პროდუქციის დაბრუნების წესებიც გამარტივდება.

„ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ, იმიტომ რომ ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები არის იმის გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ დაკეტვა რომელიმე სფეროსი - მოლის, მაღაზიის, ბაზრობების. აქედან გამომდინარე ბიზნესმა დასვა საკითხი, რომ ოპერირება იმავე რეჟიმში აღმდგარიყო, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ ეს ელემენტარული მიზეზის გამო შეუძლებელია იმიტომ, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით საუბარი შეეხო იმას, თუ რა რეჟიმში განაახლებენ მუშაობას სავაჭრო ცენტრები.

„გასახდელებისა ფუნქციონირებისა და საქონლის უკან დაბრუნების რეჟიმი უფრო შემსუბუქდება და მოიხსნება ეს შეზღუდვები, თუმცა კვლავაც დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა და შემდეგ დავაკვირდებით ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაჭრობის ინდუსტრიის გახსნა 2-მა ფაქტორმა განაპირობა. პირველი ეს წინასაახალწლო პერიოდში სავაჭრო ცენტრების უსაფრთხოდ ფუნქციონირების გამოცდილებაა, ხოლო მეორე მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა