მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMG აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის და ანალიტიკოსის პოზიციაზე

5f031b8971495
BM.GE
07.07.20 09:00
4048
BMG (ბიზნეს მედია საქართველო) გუნდის ახალ წევრებს ეძებს. 

პოზიცია - ჟურნალისტი

BMG აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე ვიდეო (სატელევიზიო) რეპორტაჟების და საინფორმაციო სააგენტო BMG (www.bm.ge) -ისთვის მასალების მოსამზადებლად.

ვაკანსიის პირობები:

სამუშაო გრაფიკი: 09:30-19:00 საათი;
მინიმალური ხელფასი :1500 ლარიდან (+ სადაზღვევო პაკეტი სურვილისამებრ);

განაცხადის მიღების თარიღები: 06 ივლისი - 20 ივლისი;
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე;
მდებარეობა: თბილისი;
ენები: ინგლისური.

მოვალეობები:

სატელევიზიო (Video) სიუჟეტების (რეპორტაჟების) მომზადება ეკონომიკის და ბიზნესის თემატიკაზე;
საინფორმაციო სააგენტო BMG-ისთვის (www.bm.ge) სიახლეების მომზადება (GEO/ENG);

მოთხოვნები:

  • ეკონომიკისა და ბიზნესზე ინფორმაციის მოპოვების უნარი; 
  • მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმება-დაზუსტების უნარები; 
  • სატელევიზიო პროდუქტების (ნებისმიერი რეპორტაჟი,ანალიტიკა, სიუჟეტი, ჩართვა და სხვა) მომზადების უნარები; 
  • უცხოური ენების ცოდნა (სავალდებულოა და ინგლისური პრიორიტეტული); 
  • კომპიუტერული პროგრამების (საოფისე პაკეტი) სრულყოფილი ცოდნა და მართვა (სავალდებულოა); 
  • სოციალური მედიისთვის სხვადასხვა ვიდეო და გრაფიკული მასალების, პროექტების და პროდუქტების შექმნის უნარები-ინტერესი;ინტერესი ციფრული და სოციალური მედიის მიმართ;
  • ბიზნესისა და ეკონომიკის საფუძვლების ცოდნა (სავალდებულოა);
  • მედიაში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი - სავალდებულოა).

BMG-ისთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული კადრებით გუნდის შევსება, ამიტომ, გთხოვთ, CV-ს თან დაურთოთ მოკლე (Max 300 სიტყვა) სამოტივაციო წერილი და გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@bm.ge.

BMG-სთვის საინტერესო და ასევე, მნიშვნელოვანია ნებისმიერი პირი (რეკომენდატორი), რომელიც გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგცემთ დახასიათებას, რომელიც დაადასტურებს თქვენს უნარებს და შესაძლებლობას, გახდეთ BMG-ს გუნდის წევრი.

უფრო სრულად, ვაკანსიის აღწერილობა იხილეთ ბმულზე

პოზიცია - ანალიტიკოსი:

BMG აცხადებს ინტერესს ითანამშრომლოს ეკონომიკის და ფინანსების მიმართულების მკვლევარებთან, ანალიტიკოსებთან, სტუდენტებთან, აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან - საინფორმაციო სააგენტო BMG ( www.bm.ge)-სთვის ანალიტიკური მიმოხილვების (სტატია/ბლოგი/სვეტი/კვლევა/მიმოხილვა/მოსაზრება და სხვა) მოსამზადებლად.

ვაკანსიის პირობები:

სამუშაო განრიგი: არასრული განაკვეთი (დისტანცური რეჟიმი);

ხელფასი: ჰონორარი მომზადებული მასალების რაოდენობის მიხედვით.

განაცხადის მიღების თარიღები: 06 ივლისი - 20 ივლისი;

განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკა/ფინანსები.

სამუშაოს აღწერილობა:

საინფორმაციო სააგენტო BMG( www.bm.ge) -ს რედაქტორებთან შეთანხმებით, პერიოდული პუბლიკაციების მომზადება ეკონომიკასა და ბიზნესში მიმდინარე მოვლენების შესახებ. პრიორიტეტი მიენიჭება ანალიტიკური მასალების მომზადებას საბანკო-საფინანსო და აუდიტის სამსახურის მიმართულებით. ასევე, პრიორიტეტი მიენიჭება უცხოური ენების ცოდნას და მასალების მომზადებას ინგლისურ ენაზე.

ანაზღაურება:

ჰონორარი მომზადებული სტატიების რაოდენობის მიხედვით. (ანაზღაურების განაკვეთები და თემატიკა თანხმდება BMG-ს რედაქტორებთან).

BMG-ისთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული კადრებით გუნდის შევსება, ამიტომ, გთხოვთ, CV-ს თან დაურთოთ მოკლე (Max 300 სიტყვა) სამოტივაციო წერილი და გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@bm.ge

BMG-სთვის საინტერესო და ასევე, მნიშვნელოვანი ნებისმიერი პირი (რეკომენდატორი), რომელიც გაგიწევთ რეკომენდაციას და მოგცემთ დახასიათებას, რომელიც დაადასტურებს თქვენს უნარებს და შესაძლებლობას გახდეთ BMG-ს გუნდის წევრი.

უფრო სრულად, ვაკანსიის აღწერილობა იხილეთ ბმულზე