მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექვს თვეში jobs.ge-ზე 38 ათასზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა

6475e8b2b2cb4
მარიამ ვარადაშვილი
30.05.23 23:25
1659
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით დასაქმების პორტალ jobs.ge-ზე 38 330 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა 18.7%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვაკანსია ყველაზე მეტი ვაკანსია [10 344] გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში გამოქვეყნდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამ კატეგორიაში ვაკანსიები 16%-ით არის გაზრდილი.

მეორე ადგილზეა 8 982 ვაკანსიით ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქ ზრდა 28.2%-ს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილს 7 075 ვაკანსიით ფინანსები და სტატისტიკა იკავებს. ამ კატეგორიაში 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა 43.8%-ით გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები