მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW 2021-ში ელექტრონული ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს

6001a0854ecdd
ნათია თაქთაქიშვილი
15.01.21 23:18
1632
მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნი BMW აცხადებს, რომ კომპანიის მიზანი ელექტრონული ავტომობილების გაყიდვების გაორმაგება და ახალი მოდელის ავტომობილის გამოშვება იქნება, რომლის ნახშირორჟანგის ემისიაც მინიმუმადე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანია მიმდინარე წელს ასევე გეგმავს ე.წ „ფლაგ-ინ“ ჰიბრიდების გაყიდვების 50 %-ით გაზრდას.

BMW აცხადებს, რომ გასულ წელს კომპანიამ 193,000 ელექტრონული და „ფლაგ-ინ“ ჰიბრიდი გაყიდა.

გერმანული ავტოკონცერნი ამჟამად 13 მოდელის ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილს აწარმოებს, რომელიც 74 ქვეყნის ბაზარზე იყიდება. BMW-ს განცხადებით, 2020-ში კომპანიის ელექტრო ავტომობილების გაყიდვები 31.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ავტომობილების მთლიანი გაყიდვების 15% ევროპის ბაზარზე მოდიოდა.