მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 10 მოზარდი მკურნალობს, ინფექციურში - 11

5ea685fb1ca39
ინგა მურუსიძე
27.04.20 11:21
718
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"Covid-19-ის დიაგნოზი 49 პაციენტს აქვს დადასტურებული. მათგან 10 არის 18-წლამდე ასაკის, 3 პაციენტი მაღალ ასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. დანარჩენი პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას. ამასთან, გუშინ დაგვემატა 15 პაციენტი - 12 თეთრიწყაროდან და 3 ბოლნისიდან. მათი ძირითადი სიმპტომი არის ცხელება და მდგომარეობა არის საყურადღებო", - განაცხადა სოლოღაშვილმა.

ხოლო ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მათთან საავადმყოფოში გუშინ ერთი ბავშვი შეიყვანეს.

"გუშინ მივიღეთ კიდევ ერთი ბავშვი და სულ გვყავს 11 მოზარდი. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამის დღეებში ალბათ pcr ტესტირებას ჩავატარებთ და ისინი დატოვებენ კლინიკას", - განაცხადა ეზუგბაიამ.