25.იანვარი .2022 21:00

Boeing უპილოტო მფრინავი ტაქსის შესაქმნელად $450 მლნ–ს დახარჯავს

Boeing  უპილოტო მფრინავი ტაქსის შესაქმნელად $450 მლნ–ს დახარჯავს
views 763
უკან

ამერიკული გიგანტი Boeing მფრინავი ტაქსის შესაქმნელად 450 მილიონი დოლარის ინვესტიციას შვილობილ კომპანია Wisk-ში განახორციელებს და მის განვითარების მხარდასაჭერად ასობით მილიარდს დახარჯავს. ამის შესახებ Reuters ავრცელებს ინფორმაციას.

კომპანია გეგმავს უპილოტო მფრინავი ტაქსების შექმნას, რომელიც პილოტირებული თვითმფრინავების eVTOL (electric vertical take off and landing) თაობას "გადაახტება", აღნიშნულს კი მრავალი დამოუკიდებელი სტარტაპი და ზოგიერთი საჰაერო კოსმოსური ჯგუფიც ავითარებს. eVTOL არის ელექტრო, ვერტიკალურად ასაფრენი და დასაფრენი თვითმფრინავი, რომელთა მართვა უფრო ადვილია და ოპერირების მიზნით ლიცენზირებულ პილოტებს არ საჭიროებს.

“ჩვენ გვჯერა, რომ Wisk-ის დიდი სტრატეგიული უპირატესობა არის პირდაპირ უპილოტო თვითმფრინავზე გადასვლა და საკუთარი პრინციპების დანერგვა განვითარების ყველა დონეზე“- განაცხადა Boeing-ის გენერალურმა დირექტორმა, მარკ ალენმა.

Boeing ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა წყაროს ინფორმაციით, კომპანია ოპერირების ნებართვის მიღებას 2028 წელს აპირებს. რაც შეეხება eVTOL თვითმფრინავებს, კონკურენტების უმეტესობა მათ ექსპლუატაციაში გაშვებას 2024 წელს გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა