მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing $2.5 მილიარდს გადაიხდის – კომპანიამ უსაფრთხოების სამსახურები შეცდომაში შეიყვანა

5ff84af175de3
BM.GE
08.01.21 16:06
1558
აშშ–ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის შეცდომაში შეყვანის გამო Boeing 2.5 მილიარდ დოლარს გადაიხდის. საქმე ეხება ბოინგის მოდელს – 737 Max–ი, რომელმაც 2018–2019 წლებში 2 ავიაკატასტროფა განიცადა, რასაც ჯამში 346 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, კომპანიამ უსაფრთხოების სამსახურებს დაუმალა ინფორმაცია 737 Max–ის მოდელის დიზაინის შეცვლის შესახებ. მათივე განცხადებით, კომპანიის თანამშრომლებმა ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციას არასრული ან “ნახევრად მართალი” ინფორმაცია მიაწოდეს, რამაც უსაფრთხოების სამსახურებს არ მისცა შესაბამისი შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა, რითიც თვითმფრინავის უსაფრთხოება იქნებოდა უზრუნველყოფილი.

ამერიკის იურიდიული დეპარტამენტის განცხადებით, კომპანიამ დამალა ინფორმაცია ფრენის მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ცვლილებების შესახებ, რომელიც MCAS– ის სახელით არის ცნობილი და რომელიც ინდონეზიასა და ეთიოპიაში მომხდარ ავარიებს უკავშირდება 2018 და 2019 წლებში.

ყველაფერთან ერთად, კომპანია დაახლოებით 500 მილიონ დოლარს იმ 346 დაღუპულის ოჯახს გადაუხდის, რომლებიც ავიაკატასტროფების შედეგად გარდაიცვალნენ.

ავიაკატასტორფების შემდეგ, 2019 წლის 14 მარტიდან 737 Max 8-ის ოპერირება დროებით აიკრძალა. მიზეზი გახდა გამოძიების წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, ავიაკატასტროფებს იწვევდა თვითმფრინავის კომპიუტერული სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი. ბოინგმა პრობლემის გამოსწორება დაიწყო და აღნიშნული მოდელი ბაზარზე 2020 წლის ბოლოს დაბრუნდა.