მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BP-ი ნავთობზე დაბალი ფასის შენარჩუნებას ათწლეულების განმავლობაში პროგნოზირებს

5ee75a2f6ced9
ნათია თაქთაქიშვილი
15.06.20 21:40
1730
მსოფლიოში ცნობილი ნავთობკომპანია BP-ი ნავთობზე დაბალი ფასების შენარჩუნებას ათწლეულების განმავლობაში პროგნოზირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც კომპანია განმარტავს, ეს გამოწვეული იქნება მთავრობების მიერ გამოცხადებული ნახშირბადის ემისიის შემცირების პოლიტიკით, რაც კომპანიას გარკვეულწილად დააზარალებს.

კომპანიის პროგნოზით, ნავთობზე ფასები დაახლოებით 30%-ით შემცირდება მოცემული პერიოდიდან 2050 წლამდე. BP-ი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებების გამო კომპანიის აქტივების ღირებულებაც დაიკლებს და 13 მილიარდი აშშ დოლარიდან 17.5 მილიარდ აშშ დოლარამდე იმერყევებს.

როგორც BBC-ი იუწყება, კორონავირუსის გამო გამოწვეული კრიზისის შედეგად ბარელი ნავთობის ღირებულება 20 აშშ დოლარამდე დაეცა, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 66 აშშ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ამჟამად მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და ბარელი ნავთობი დაახლოებით 37 აშშ დოლარი ღირს.