მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა.
ნედლი ნავთობის ფასი 80 დოლარია, ხოლო Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 84 დოლარამდე შემცირდა.
ამ ფონზე თითქმის 1%-ით არის გაზრდილი რუსული ურალის ფასი და ბარელზე 70 დოლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ურალის ფასმა პირველად გადააჭარბა დაწესებულ ზღვრულ ფასს, რაც ბარელზე 60 დოლარია.