საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 84 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 81 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამჟამად რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე 21 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება.
ერთწლიან პერიოდში რუსული ნავთობი თითქმის 36%-ითაა გაძვირებული, Brent-ის ფასმა კი 13%-ით მოიმატა.
ნავთობის გაძვირება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და OPEC-ის მხრიდან მიწოდების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.