საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 63 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 59 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 51 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მთავარი გეოპოლიტიკური რისკების ზრდაა. ინვესტორები შიშობენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს.




























