მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი იზრდება

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 5%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 75 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 71 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 68 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო პერიოდში ნავთობის გაძვირება რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციასთან, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და OPEC-ის მხრიდან მიწოდების შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები