მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი Huawei-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ცვლის

5f0d80b98e0c3
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.20 22:41
1165
დიდი ბრიტანეთის მთავრობა Huawei-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ცვლის, კომპანია ქვეყანაში მეხუთე თაობის მობილური კავშირის (5G) ქსელის გაშვებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც მედია გამოცემა იუწყება, ბრიტანეთის გადაწყვეტილება ვაშინგტონიდან წამოსული წნეხის შედეგია, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია სმარტფონების მწარმოებელ ჩინურ კომპანიას "ჯაშუშობაში ადანაშაულებს“.

Huawei-ი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მზად არიან კომპანია დახურონ, ვიდრე რამე ზიანი მიაყენონ საკუთარ კლიენტებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მიერ მაისში დაწესებული სანქციების შედეგად, აშშ-ის მეხსიერების ბარათების მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ Huawei-სთვის პროდუქციის მიწოდება შეაჩერა.