მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი ინდოეთი-წყნარი ოკეანეს სავაჭრო ბლოკს შეუერთდა

64b682c32510c
მარიამ ვარადაშვილი
18.07.23 16:22
533

დიდი ბრიტანეთი ინდო-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკს უერთდება. ბრიტანეთისთვის ეს ყველაზე მსხვილი სავაჭრო გაერთიანებაა ბრექსიტის შემდეგ, ანუ, მას შემდეგ, რაც 2020 წელს ქვეყანამ ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა.

ინდო-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკში გაწევრიანების ხელშეკრულებას ხელი ახალ ზელანდიაში მოეწერა, თუმცა პროცესის დასასრულებლად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანხმობაა საჭირო.

ხელშეკრულების თანახმად, ბრიტანეთს საშუალება ექნება შემცირებული ბარიერებით ივაჭროს ბლოკის წევრ ქვეყნებთან. მთავრობის გათვლებით, ხელშეკრულება გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.08%-იან ზრდას შეუწყობს ხელს. ამას გარდა, დიდი ბრიტანეთი პირველი ევროპული ქვეყანა იქნება, რომელიც ამ გაერთიანების წევრი გახდა და როგორც ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, შემცირებული სავაჭრო ბარიერებით 15.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის მთლიანი შიდა პროდუქტის მქონე ქვეყნებთან ივაჭრებს. 

ცნობისთვის, ინდო-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკი ჯამში 11 ქვეყანას აერთიანებს. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები