მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟას ოფიციალურად აღარ აღიარებს

625eb81c778c0
გიორგი თოლორდავა
19.04.22 17:26
1064
დიდი ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX), როგორც ქვეყნის მიერ ოფიციალურად აღიარებული სავაჭრო ბირჟის სტატუსის გაუქმებას გეგმავს.

„მოსკოვის საფონდო ბირჟის ოფიციალური სტატუსის გაუქმება წარმოადგენს მკაფიო სიგნალს, რომ რუსეთში ახალი ინვესტიციები არ უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ხაზინის ფინანსურმა მდივანმა ლუსი ფრეზერმა.

მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან და სანქციების საპასუხოდ რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციასთან - ბროკერებისთვის შეეზღუდათ მოსკოვის საფონდო ბირჟებზე განთავსებული კომპანიების აქციების გაყიდვა.