მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთი რუსულ ბანკებს აქტივებს უყინავს - სანქციების ჩამონათვალი სრულად

6217bcb1933ef
თამთა ჯიჯავაძე
24.02.22 21:11
12829
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, მან რუსული ბანკებისთვის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, როგორც BBC წერს, ბორის ჯონსონი, პირობას დებს, რომ მომავალ კვირას შემუშავდება კანონმდებლობა, რომლითაც მსხვილ რუსულ კომპანიებს ბრიტანეთის ბაზარზე ფინანსების/ვალის მიღების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

საერთო ჯამში ჯონსონმა შემდეგი ფინანსური სანქციები დაუწესა რუსეთს:
1. ყველა მსხვილი ბანკის აქტივები გაიყინება და გაითიშება ბრიტანეთის საფინანსო სისტემიდან. მათ შორის საუბარია VTB ბანკზეც.
2. კანონმდებლობა რუსულ კომპანიებს და სახელმწიფოს აღარ მისცემს შესაძლებლობას ბრიტანულ ფინანსურ ბაზრებზე ფინანსებზე წვდომა ჰქონდეთ.
3. აქტივები დამატებით კიდევ 100 ფიზიკურ და იურიდიულ პირს გაეყინება.
4. ავიაკომპანია Aeroflot-ს ბრიტანეთში ოპერირება აეკრძალება.
5. შეჩერდება ბრიტანეთიდან მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.
6. შეჩერდება ორმაგი გამოყენების ისეთი ექსპორტის ლიცენზიები, რომელიც შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.
7. რუსეთის მოქალაქეებს ბრიტანულ ბანკებში დეპოზიტების განთავსებაზე ლიმიტი დაუწესდებათ.
8. დიდ ბრიტანეთს სურს "იმუშაოს მოკავშირეებთან ერთად", რათა რუსეთი გათიშოს Swift-ის გადახდების სისტემიდან, თუმცა ჯონსონის თქმით, ეს გამოწვევაა.
9. მსგავსი ფინანსური სანქციები დაუწესდება ბელარუსს უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობის გამო.