მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის პროკურატურამ მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ სამი ბრალდებიდან ორზე გამოძიება შეწყვიტა

642bec2a97d16
გიორგი თოლორდავა
04.04.23 15:23
451
დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, გამოძიება თავდაპირველი სამი ბრალდებიდან ორზე შეწყდება, ესენია: ცრუ ჩვენების მიცემა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოტყუების მცდელობა.

ოფიციალური უწყების განმარტებით, ფულის გათეთრების ბრალდებით ფრიდმანის წინააღმდეგ გამოძიება ისევ გრძელდება.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში მიხაილ ფრიდმანი ლონდონში, საკუთარ სახლში ყოფნისას დააკავეს. სამართალდამცავების განმარტებით, რუსი მილიარდერი ფულის გათეთრების და სანქციების გვერდის ავლის მრავალმილიონიან სქემაში იყო ჩართული.

ფრიდმანი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგის, Alfa Group-ის დამფუძნებელია, რომლის შემადგენლობაშიც Alfa Bank-ი და IDS Borjomi შედის.

Forbes-ის შეფასებით, რუსი მეწარმის ქონება ამჟამად 12.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.