მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა რუსეთის მეორე უმდიდრესი მოქალაქე ვლადიმირ პოტანინი დაასანქცირა

62bc53ea0289f
BM.GE
29.06.22 17:33
758
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაციის მეორე უმდიდრესი მოქალაქე - ვლადიმირ პოტანინი დაასანქცირა. პოტანინი მსოფლიოში ნიკელისა და პალადიუმის უმსხვილესი მწარმოებლის - Nornickel ჯგუფის უმსხვილესი აქციონერია და Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $30.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

პოტანინი Nornickel-ის 36%-იან წილს ფლობს, მან რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფრანგული Societe Generale-სგან Rosbank-ი შეიძინა. გარიგების ღირებულება 3.3 მილიარდი ევრო იყო. 

ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვლადიმირ პოტანინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ის, ჯერჯერობით, EU-სა და აშშ-ის სანქციების სიაში არაა. 

დღესვე ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ვლადიმირ პუტინის ბიძაშვილს ანა ცივილიევას, რომელიც ნახშირის მომპოვებელი ჯგუფის - JSC Kolmar-ის პრეზიდენტია. ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით სანქციები თავად JSC Kolmar Group-საც დაუწესდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები