მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის LNG-ის მიწოდებაზე შეთანხმება შედგა

639054aa88db5
მარიამ ვარადაშვილი
07.12.22 13:15
577
აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს. თანამშრომლობა თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტის ზრდას ითვალისწინებს. ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად, დიდი ბრიტანეთიც აშშ-ს რუსული გაზის ჩანაცვლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ განიხილავს.

“ეს პარტნიორობა ბრიტანელ მომხმარებელს პროდუქტზე ფასებს შეუმცირებს. ამასთან, დაეხმარება ევროპას რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების დასრულებაში”,-განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, აშშ თხევადი ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ექსპორტის ზრდას LNG-ზე გაზრდილმა ფასებმაც შეუწყო ხელი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში აშშ-ს მიზანია ბრიტანეთში 9-10 მილიარდი კუბური მეტრის LNG ექსპორტი უზრუნველყოს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბრიტანეთმა აშშ-გან დაახლოებით 11 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის თხევადი გაზი უკვე შეიძინა. გასულ წელს წლიურად ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4 მილიარდი კუბური მეტრი იყო.

ომის დაწყების შემდეგ, აშშ ევროკავშირს 15 მილიარდი კუბური მეტრის LNG-ის მიწოდებას დაჰპირდა იმისთვის, რომ გაერთიანება რუსეთის მიერ შექმნილ ენერგოკრიზისს გამკლავებოდა. LNG-ის გაზრდილი მიწოდების მიუხედავად, ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, პანდემიის შემდეგ ბიზნესის გახსნით, აზიის ბაზარზე LNG-ის გაზრდილი მოთხოვნით, რის გამოც თხევადი ბუნებრივი გაზის შედარებით ნაკლები მოცულობა მიეწოდებოდა ევროპას და რუსეთის მიერ ევროკავშირისთვის გაზის თითქმის შეწყვეტით.