პრუდენციული რეგულირების სააგენტო (PRA), რომელიც გაერთიანებული სამეფოს საბანკო ზედამხედველ ინსტიტუტს წარმოადგენს, ციფრული აქტივების გამოშვებისა და შენახვის წესებს დაარეგულირებს, - ამის შესახებ ინგლისის ცენტრალური ბანკის პრუცენციული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიკი საპორტამ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოსთვის ამ უფლებამოსილების მინიჭებაზე, რასაც „ფინანსური სერვისებისა და ბაზრების შესახებ კანონი“ მოიაზრებს, ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.
პრუდენციული რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ახალი რეგულაციები შეეხება როგორც ტრადიციულ კრიპტოვალუტებს, ასევე მათ სტაბილურ ვარიაციებს, ე.წ. „სტეიბლკოინებს“, რომელთა ყოველდღიურმა გამოყენებამ, შესაძლოა, ფინანსური სისტემა დამატებითი რისკის ქვეშ დააყენოს. როგორც ვიკი საპორტას გამოსვლიდან ვიგებთ, რეგულაცია, უმეტესწილად, შეეხება კომპანიების ლიკვიდურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც პრუდენციული რეგულირების სააგენტო ავითარებს, უწყების თქმით, თანხვედრაში იქნება სხვა სექტორებში არსებულ წესებთან. ამ შემთხვევაში იგულისხმება საბანკო სექტორი, რომელიც ბაზელის კომიტეტის წესებს ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ბანკებისა და კრიპტოინდუსტრიის ურთიერთობაზე საკუთარი მოსაზრება ბაზელის კომიტეტმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა.
გაერთიანებული სამეფოს პარალელურად, კრიპტოინდუსტრიის რეგულირებისაკენ მიმართული ძვრები საქართველოშიც შეინიშნება, მაგრამ ამ ეტაპზე, რეგულირება არ მოიცავს პრუდენციულ ნაწილს და მომხმარებელთა უფლებებს. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიებისთვის კონკრეტული ბუფერები და სარეზერვო ნორმები, ამ დროისთვის, გაწერილი არ არის.
როგორ დარეგულირდება ქართული კრიპტოინდუსტრია? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი