მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული ტურისტული კომპანია მზადაა, მოგზაურებს COVID-ტესტი დაუსუბსიდიროს

609537104106d
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.21 17:01
763
დიდი ბრიტანეთის წამყვანი ტურისტული კომპანია Tui Group-ი აცხადებს, რომ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მზად არის, COVID-ტესტების სუბსიდირება განიხილოს, რათა მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის მიხედვით, ამჟამინდელი რეგულაციებით ტურისტს მოგზაურობისას მინიმუმ 2 ტესტის გაკეთება უწევს - ერთი ქვეყნის დატოვებისას, მეორე კი - ახალ ქვეყანაში შესვლისას. ტურისტული კომპანიის განცხადებით, ის მზად არის COVID-ტესტის საფასური, დაახლოებით, 20-90 გირვანქა სტერლინგით დაასუბსიდიროს.

BBC წერს, რომ გარდა COVID-ტესტების სუბსიდირებისა, კომპანია აპირებს, მოგზაურებს შესთავაზოს სპეციალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ისეთ რისკებს დააზღვევს, როგორიც COVID-ტესტზე დაგვიანებული პასუხებია.

გამოცემის მიხედვით, Tui Group-ი ერთადერთი ტურისტული კომპანია არ არის, რომელიც COVID-ტესტების სუბსიდირებას განიხილავს. ანალოგიურ ინიციატივაზე მუშაობენ ბრიტანეთის სხვა წამყვანი ტუროპერატორები. მაგალითად, როგორიც არის EasyJet, Jet2 და British Airways-ი. წინასწარი მონაცემებით, ზოგიერთმა კომპანიამ COVID-ტესტები, შესაძლოა, 60-120 სტერლინგითაც კი დაასუბსიდირონ.