საერთაშორისო გამოცემა Capacity Media საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ Neqsol Holding-ს შორის მიმდინარე დავის შესახებ აქვეყნებს სტატიას. გამოცემა Neqsol-ის განცხადებას ეყრდნობა და წერს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს, კერძოდ კი მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაჭრის ცენტრს (ICSID) მიმართავს.
ინვესტორი აცხადებს, რომ კომპანიაში შეუზღუდავი უფლებების მქონე სპეციალური მმართველის დანიშვნა მის ფაქტობრივ ექსპროპრიაციას ნიშნავს. კომპანიის სპეციალურ მმართველად კომუნიკაციების კომისიამ მარიამ სულაბერიძე დანიშნა, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის, “ოუფენ ნეტის” დირექტორია. ახალი კანონის შესაბამისად, სპეციალურ მმართველს აქვს უფლება დანიშნოს და გაათავისუფლოს როგორც დირექტორთა საბჭოს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, მიიღოს სრული საკადრო გადაწყვეტილებები, შეაჩეროს მოგების განაწილების პროცესი და სხვა.
Capacity Media-სთან საუბარში NEQSOL-ის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი ამბობს, რომ “კავკასუს ონლაინის” ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება განხორციელდა იმ იურიდიული პროცედურების შესაბამისად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. ამასთან, თაგიევის თქმით, NEQSOL-მა არსებული დავის გადაჭრის მიზნით ყველა შესაძლო ალტერნატივის გამოყენება სცადა.
“ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ “კავკასუს ონლაინისა” და რეგიონული ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები განაგრძო. მთავრობა თვეების განმავლობაში არღვევდა იმ ვალდებულებას, რაც ინვესტორის მიმართ სამართლიანად მოპყრობაში მდგომარეობს. საბოლოოდ, ჩვენი მცდელობა “კავკასუს ონლაინის” საფუძველზე საქართველო რეგიონის ციფრულ ჰაბად გვექცია, კომპანიის ექსპროპრიაციით დასრულდა,”- აცხადებს თემურ თაგიევი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Neqsol Holding-მა შეიძინა 49%-იანი წილი კომპანია Nelgado ლიმითედში, რომელიც “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიაა. ეს ტრანზაქცია მიმართული იყო Neqsol Holding-ის მიერ “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1,200-კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით შექმნილიყო ფართო საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებდა.
Neqsol Holding-ის ინფორმაციით, გარიგება შედგა ისე, რომ მის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ “კავკასუს ონლაინმა” დაარღვია კომუნიკაციების შესახებ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები, როდესაც მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება წინასწარ კომისიას არ შეუთანხმა.
2020 წლის ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.2020 წლის 1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ სწორედ მისთვის მინიჭებული ახალი უფლება გამოიყენა. იქამდე კი “კავკასუს ონლაინს” არაერთი ჯარიმა დააკისრა.
Capacity Media წერს, რომ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნამდე არსებობდა მოლოდინი, რომ დავა შესაძლოა მორიგებით დასრულებულიყო. ამასთან, სტატიაში მოყვანილია თემურ თაგიევის ციტატა, რომელიც მან Forbes Georgia-სთან ინტერვიუში თქვა - “ჩვენ კომუნიკაციას შევთავაზეთ ჩვენი წინადადებები იმის თაობაზე თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა და ამჟამად მათ პასუხს ველით. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება ორმხრივად მისაღები გადაწყვეტის პოვნა”.
Capacity Media წერს, რომ სპეციალურ მმართველად დანიშნულ მარიამ სულაბერიძეს კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს და ის წარსულში თავად მარეგულირებელშიც მუშაობდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა