მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა „კრედო ბანკს" "ფინკა ბანკის“ შეძენის უფლება მისცა

60e3fc4569209
თელარა გელანტია
06.07.21 10:49
2817
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "კრედო ბანკს" სს "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100%-იანი წილის შეძენის უფლება მისცა. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მარეგულირებელმა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ "კრედო ბანკის" მიერ სს "ფინკა ბანკი საქართველოს" შეძენით განხორციელებული კონცენტრაცია თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

"კრედო ბანკის" მიერ "ფინკა ბანკის" ყიდვის შემდეგ საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 14-მდე შემცირდება.

რა ზომის არიან "კრედო" და "ფინკა" ბანკები?

2020 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, "კრედო ბანკის" აქტივების მოცულობაა 1.35 მილიარდი ლარი, რითიც საბანკო სისტემაში რიგით მერვე ადგილს იკავებს. "ფინკა ბანკის" აქტივების ზომა კი 287 მილიონი ლარია და ამ მაჩვენებლით საბანკო სისტემაში მეცამეტე ადგილზეა.

"კრედო ბანკის" მფლობელები არიან:

1 CDC Group PLC (UK) 7,12%
2 European Investment Bank (Luxembourg) 7,12%
3 International Finance Corporation (USA) 8,96%
4 Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) 7,65%
5 LFS Advisory GmbH (Germany) 14,31%
6 Dr. Bernd Zattler (Germany) 8,59%
7 Omidyar Tufts Microfinance Fund (USA) 6,75%

ბანკის წმინდა მოგება 2020 წლის განმავლობაში - 10.9 მილიონი ლარი.

"ფინკა ბანკის" მფლობელები არიან:

FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA) 99 Voting right of FINCA Microfinance Coöperatief U.A.;
FINCA International, Inc (New York, USA) 62.89% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
International Finance Corporation (IFC) 14.27% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
KfW 8.87% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);
FMO (Nederlandse Financierings Maatschappij voor Ontwikkelingslanden N.V) 7.25% of FINCA Microfinance Holding Company LLC (Delaware, USA);

ბანკის წმინდა მოგება 2020 წლის განმავლობაში - 0.6 მილიონი ლარი.