მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული Unistream-ით, 6 თვეში საქართველოში $762 მლნ გადმოირიცხა

64be5c4acc012
შოთა ტყეშელაშვილი
24.07.23 15:33
854
სტატიაში საუბარია:
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი ტრანსფერების სისტემა Unistream-ი 20 ივლისს შეიყვანა სანქცირებული პირების სიაში. გზავნილების ეს სისტემა ქართულ ბაზარზე #1 ადგილს იკავებდა, თუმცა პარასკევიდან მოყოლებული ქართული ბანკები მას აღარ ემსახურებიან. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 762 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც გზავნილების 32%-ს შეადენდა. საბანკო ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სანქცირების გამო, მომხმარებლები სხვა პლატფორმებზე სწრაფად გადაერთვებიან და ამ მხრივ ბაზარზე რაიმე შეფერხებას არ ექნება ადგილი. Unistream-ის მეშვეობით საქართველოში თანხების უდიდესი ნაწილი რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა. 

ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგი გადმორიცხული თანხების მიხედვით (2023, 6 თვე):

1) Unistream - $762 მილიონი დოლარი; 
2) Zolotaya Korona - $405 მილიონი დოლარი; 
3) RIA - $342 მილიონი დოლარი; 
4) Western Union - $237 მილიონი დოლარი; 
5) Money GGram - $231 მილიონი დოლარი; 
6) Intel Express - $181 მილიონი დოლარი; 
7) Contact - $141 მილიონი დოლარი; 
8) Rico Gram - $65 მილიონი დოლარი;
9) სხვა სისტემები ერთად - $0.2 მლნ დოლარი.

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 2.36 მილიარდი დოლარი იყო. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა, 1.12 მილიარდი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. მეორე პოზიცია 250 მილიონით იტალია, მესამე კი აშშ-მა დაიკავა ($200 მლნ). 

რეალური შედეგი იქნება ის, რომ მომხმარებელი გზავნილების სხვა სისტემაზე გადაერთვება. გზავნილების სისტემები ერთმანეთს კონკურენციას ძირითადად საკომისიოების მიხედვით უწევენ. დღეს უამრავი სისტემაა და არ მგონია მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იყოს. ერთადერთი ის არის, რომ შესაძლოა, ვიღაცეებს ტრანზაქციები გაუძვირდეთ, თუმცა პრინციპული სხვაობა მომხმარებლისთვის არ ექნება“, - Unistream-ის სანქცირებასთან დაკავშირებით განმარტა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები