მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD აუქციონზე ათობით განაცხადი შემოვიდა - ეკონომიკის სამინისტრო

6422a9a02d9c0
შოთა ტყეშელაშვილი
28.03.23 12:48
769
განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სიმძლავრის 300 მაგავატის აუქციონები დასრულდა. საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა, Business Insider Georgia-თან განაცხადა, რომ CFD აუქციონზე 78 განაცხადი შევიდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებული პირების მიერ საინიციატივო შეთავაზებების წარდგენა დახურული კონვერტის სახით მოხდა. 

"წარმოდგენილ იქნა ათეულობით განაცხადი, რომელთაც სიმძლავრის აუქციონის კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს. უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადებს,  რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთხსენებული დადგენილებისა და სიმძლავრის აუქციონის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აგრეთვე შესაბამისობაში მოდიან არსებული მხარდაჭერის სქემის მიზნებთან.

წინადადებების განხილვისა და სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ პროექტების გამარჯვებულად გამოცხადების შემდგომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შერჩეულ განაცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.

სიმძლავრის აუქციონის პირველი ეტაპით დარგს მიეცემა საშუალება დამატებით ექსპლუატაციაში მიიღოს 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურები,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრეს რელიზში.

აღსანიშნავია, რომ განაცხადების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები