მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩამოსულ სტუმრებს ზეთისხილის სექტორში ინვესტირება სურთ” - საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მასპინძლობს

619e29b41db1c
მარიამ იზორია
24.11.21 18:00
966
საქართველო 24-26 ნოემბერს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის მსოფლიო დღეს მასპინძლობს.

სესიას 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებელო და 18 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი ესწრება. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინციატივით გაიმართა, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

ამასთან სესიაზე მხარეები ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გარემო-პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე bm.ge-სთან განმარტავს, რომ საქართველოში ასეთი ღონისძიებების ჩატარება ამ დარგის განვითარებასა და მეტი ინვესტიციის მოზიდვას უწყობს ხელს.

“საქართველოში როგორც სახელმწიფო დელეგაციები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩამოსულები, ისინი საქართველოში ზეთისხილის სექტორში ინვესტირებით არიან დაინტერესებულები. ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, როგორც ქართული ზეთისხილის ასევე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მეტ ინვესტიციას მოვიზიდავთ და ამ დარგის განვითარებასაც შევძლებთ”-აცხადებს გიორგი სვანიძე.