მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ ბრენდებთან სასაუბროდ პროდუქცია გვჭირდება, რაც დღეს არასაკმარისია... დარგეთ ზეთისხილის ნერგები - სვანიძე

63c452aadc4cb
ინგა მურუსიძე
15.01.23 23:16
2976
„ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე ფერმერებს მოუწოდებს, ზეთისხილის ნერგები დარგონ. საკითხზე მან Forbes კვირას ეთერში ისაუბრა.

„წარმოიდგინეთ, რომ თუ ადრე 1-2-3 ფერმერი ინტერესდებოდა და ვუხსნიდით რა როგორ გაეკეთებინათ, დღეს ინტერესდება 100 ფერმერი. კიდევ ვიმეორებთ - დარგეთ ზეთისხილი. იმისათვის, რომ ჩვენ დიდ ბრენდებთან ვისაუბროთ, გვჭირდება პროდუქცია, რაც საკმარისი არ გვაქვს. მოვუწოდებ ყველა ფერმერს, რომ მაქსიმალურად დარგონ ზეთისხილი, შექმნან ზეითუნის ზეთი და ეს დოვლათი გავა ექსპორტზე, ისევე როგორც მოხმარდება საქართველოს და დაბრუნებული დოვლათით ისარგებლებს როგორც მათი ოჯახები, ისე ქვეყანა“, - განაცხადა სვანიძემ.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში მილიონ 200 ათასი ნერგია დარგული და მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ნერგი დაირგვება.

„თუ ჩვენ 10 წელი მოვანდომეთ ამდენი ნერგის დარგვას, ახლა უკვე მოთხოვნა იმხელაა, რომ 2 წელიწადში გაორმაგდება მაჩვენებელი. ხალხმა დაიჯერა, დააგემოვნა და დაინახა თავისი თვალით. ძალიან კარგი ხეა, ერთი დარგვა საკმარისია, ნებისმიერ გამოუსადეგარ მიწაზე ხარობს“, - ამბობს სვანიძე.

რაც შეეხება წარმოებულ პროდუქციას, სვანიძე ამბობს, რომ ერთ ჰექტარ მიწაზე დარგული ხეებით მომავალი 1000 წლის განმავლობაში მოიმკიან შემოსავალს.

„თუ ფერმერმა არ გამოიყენა ზეთისხილი, არ გამოიყვანა ზეითუნის ზეთი, 10 -15 ათასი დოლარი ექნება შემოსავალი ყოველ წელს. გარდა ამისა, დამარინადებული ზეთისხილის ჩაბარება დღეს 8-10 ლარი ღირს. შეიძლება ამ შემთხვევაში 20-25 ათასი ლარის მოგება მიიღონ“, - ამბობს სვანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები