მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ბიზნეს იდეების კონკურსი დაიწყო - (R)

6193491e957e8
BM.GE
16.11.21 09:58
772
ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ბიზნეს იდეების კონკურსი დაიწყო. თუ გაქვთ ბიზნეს გეგმა , ჩვენ საშუალებას გაძლევთ, იდეა რეალობად აქციოთ და თქვენი ბიზნესი სწორედ ჭიათურიდან დაიწყოთ.

სამეწარმეო საქმიანობის მსურველმა ახალგაზრდებმა შეგიძლიათ კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ასაკი განსაზღვრულია 18 დან 29 წლის ჩათვლით.

გრანტის მიღების მსურველებმა აუცილებელია თქვენი ბიზნეს იდეა 10 დეკემბრის ჩათვლით გააგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე info@multichiatura.ge.

პირველ ეტაპზე საუკეთესო იდეებს სპეციალური კომისია გამოავლენს. შერჩეული ახალგაზრდები კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის ბიზნეს გეგმას მოამზადებენ, პრეზენტაციის შემდეგ კი გამარჯვებულებს სპეციალური ქულებით გამოავლენენ.

საუკეთესოებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ბიზნეს გეგმის განსახორციელებლად გრანტს გადასცემს. კონკურსთან დაკავშირებით სხვა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ- გვერდიდან www.multichiatura.ge.

პროექტს ახორციელებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი, მთავარი დონორია კომპანია " ჯორჯიან მანგანეზი". პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.