მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩიკორის" ექპორტი 2019 წელს 20%-ით გაიზარდა"

5e452950ea6cf
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.20 09:00
2004
2019 წელს ქართული ჩირის ბრენდის „ჩიკორის“ ექსპორტი 20%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ BM.GE-ის ჩირის მწარმოებელი კომპანია „ქარელის ხილის“ ექსპორტის მენეჯერმა ანა სოსელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ექსპორტს მათი პროდუქციის გაყიდვებში 40%-იანი წილი უკავია და საზღვარგარეთ ისინი მათი წარმოების 15 დასახელების პროდუქტს ყიდიან.

„2019 წელი ჩვენთვის განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო, ვინაიდან ლიეტუვას Lidl-ის ქსელში შევედით, რაც კომპანიისთვის დიდი მიღწევა იყო. მოგეხსენებათ ეს არის ევროპაში ერთ-ერთი დიდი ქსელური მარკეტების ბრენდი, რაც შესაძლებელობას გვაძლებს მოლაპარაკებები ვაწარმოოთ სხვა ქვეყნებთანაც Lidl-ის ქსელში შესვლაზეც.

ამ მომენტისთვის ექსპორტზე შემდეგ ქვეყნებში გავდივართ: ეს არის გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, იაპონია, უკრაინა, რუსეთი“, - ამბობს კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.

რაც შეეხება საქართველოს, ანა სოსელიას ინფორმაციით, „ჩიკორის“ ჩირების ყიდვა გუდვილის, ნიკორას, სპარის, ევროპროდუქტისა და კარფური მათაზიათა ქსელშია შესძლებელი და ამ ეტაპისთვის ლიდერფუდისა და ზღაპარის ქსელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენბთ, რომ „ჩიკორი“ ბიოპროდუქტის წარმოების დაწყებას სექტემბერ-ოქტომბრიდან გეგმავს.