21.ივნისი .2021 23:30

ჩინეთი ბანკებს მოუწოდებს კრიპტოვალუტით ტრანზაქციებს სიფრთხილით მოეკიდონ

ჩინეთი ბანკებს მოუწოდებს კრიპტოვალუტით ტრანზაქციებს სიფრთხილით მოეკიდონ
views 282
უკან

ჩინეთის ცენტრალური ბანკი Alipay-ის და ქვეყნის დანარჩენ საფინანსო ინსტიტუტებს მოუწოდებს, რომ კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორებას მეტი სიფრთხილით მოეკიდონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ჩინეთმა კრიპტოვალუტების წინააღმდეგ აქტიური კამპანია დაიწყო.

ჩინეთის ეროვნული ბანკის განკარგულებით, საფინანსო ინსტიტუტები ვალდებულები იქნებიან დაიწყონ კლიენტების ანგარიშების საფუძვლიანი შემოწმება, რათა იმ პირების იდენტიფიცირება მოხდეს, რომლებიც კრიპტოვალუტით ოპერაციებში მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტებით მომსახურების და ტრანზაქციების განხორციელების აკრძალვა დაანონსა. ჩინეთის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ კრიპტოვალუტას ჩინეთში ფულის გასათეთრებლად და არალეგალური ტრანზაქციებისათვის იყენებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა