მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი საუდის არაბეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

63fc903c46b7c
გიორგი თოლორდავა
28.02.23 00:05
852
აზიურ გიგანტებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მყარდება - საუდის არაბეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ჩინეთი გახდა, რომელმაც ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ორივეს ერთად გადაუსწრო.

წინა წელს ჩინეთ-არაბეთის სავაჭრო ბრუნვამ 87 მილიარდი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, ევროკავშირთან ვაჭრობა $53 მილიარდს შეადგენდა; აშშ-სთან კი - $25 მილიარდს.

საუდის არაბეთის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რა თქმა უნდა, ნედლი ნავთობი, საწვავი და საპოხი ზეთებია; ჩინეთის საექსპორტო პორტფელი კი გაცილებით მრავალფეროვანია და ის თითქმის ყველა კატეგორიის სურსათს და საქონელს მოიცავს, განსაკუთრებით მაღალი წილი კი ელექტრონულ და კომპიუტერულ მოწყობილობებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, საუდის არაბეთი კი - უმსხვილესი ექსპორტიორი და OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერი.