22.მარტი .2021 09:00

ჩინეთი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს ერთი პირობით ხსნის

ჩინეთი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს ერთი პირობით ხსნის
views 1195
უკან

ჩინეთი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას ერთი პირობით განიხილავს, კერძოდ, თუ ისინი ჩინური ვაქცინით იქნებიან აცრილები.ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთის, დაახლოებით, 23-მა საელჩომ შეცვალა ვიზის გაცემის პოლიტიკა, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, სადაც ჩინური კოვიდ-ვაქცინების გამოყენება დღემდე არ არის ნებადართული.

CNN წერს, რომ ახალი რეგულაციის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურებს, ვინც ჩინური ვაქცინით არ არიან აცრილი, ჩინეთში საკარანტინე პერიოდის გავლა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანამ საკუთარი კოვიდ-ვაქცინა 28-მდე ქვეყანას მიაწოდა. ჩინური ვაქცინების გამოყენების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ინდონეზიასა და თურქეთში. ამასთან, თავად ჩინეთში 65 მილიონი ადამიანი ქვეყანაში წარმოებული და აღიარებული ვაქცინით აიცრა.

შეგახსენებთ, 7 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბჭომ "სინოფარმის" მიერ შექმნილ COVID-19-ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელიი 78.1%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა