მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ" - ირაკლი კობახიძე

ჩინეთი

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ გაჩერებას ზედიზედ 30 დღის განმავლობაში შეძლებენ.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღე ზედიზედ დაყონ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით.

ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. საქართველოს ინტერესს ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე აზიური სახელმწიფოდან ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვა წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები