17.აპრილი .2021 19:37

ჩინეთის ეკონომიკა I კვარტალში რეკორდულად - 18.3%-ით გაიზარდა

ჩინეთის ეკონომიკა I კვარტალში რეკორდულად - 18.3%-ით გაიზარდა
views 1305
უკან

ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკორდული ნიშნულით - 18.3%-ით გაიზარდა. განახლებული მონაცემები გუშინ გამოქვეყნდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა პანდემიის კრიზისიდან სწრაფად გამოდის.

Reuters-ის ცნობით, 1992 წლის შემდეგ ჩინეთში მსგავსი ზრდის ტემპი არასოდეს დაფიქსირებულა. ცნობისთვის, 2020 წლის ბოლო კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანამ კოვიდ-პანდემია იმაზე მალე დაძლია, ვიდრე სხვა ქვეყნებმა.

„ჩვენ ველოდებით რომ ამ წლის პირველი კვარტალის მშპ-ის პროცენტული ზრდა წინა წელთან შედარებით იქნება ძალიან მაღალი, ეს ერთი მხრივ გამოწვეულია 2020 წლის პირველი კვარტალის დაბალი შედეგით. მეორე მხრივ კი, ექსპორტის და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდის მაღალი დონით“, - განაცხადა Rabobank-ის მთავარმა ეკონომისტმა რაფი ჰაიატმა მონაცემების გამოქვეყნებამდე.

როგორც Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები პროგნოზირებენ, ჩინეთის ეკონომიკა 2021 წელს 8.6%-ით გაიზრდება. მთავრობა კი წლიურ ჭრილში 6%-იან ზრდას ელოდება.