მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ექსპორტი აპრილში 3,5%-ით გაიზარდა

5eb3c49de8a69
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.20 19:30
1029
ჩინეთის ექსპორტი აპრილში 3,5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფრომაციასThe Guardian -ი ავრცელებს ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა იუწყება, გასულ თვეებში პანდემიის შედეგად შემცირებული მოთხოვნის მიუხედავად, აპრილის თვეში ექსპორტი გაზრდილია, მაგრამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,2%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ იანვარსა და თებერვალში ჩინეთის ექსპორტი ეპიდემიის გამო 17,2%-ით იყო შემცირებული.

ბლუმბერგის ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ ჩინეთის ექსპორტი 11%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით შემცირდებოდა.

მიუხედავად ექსპორტის ზრდისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია დიდი ხნით არ შენარჩუნდება, რადგან ჩინეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რეცესია არის მოსალოდნელი.