მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა ადგილობრივი სოციალური პლატფორმები დააჯარიმა

60f97f011c469
ნათია თაქთაქიშვილი
22.07.21 22:00
676
ჩინეთის მარეგულირებელმა 12-მდე ადგილობრივი სოციალური პლატფორმა დააჯარიმა, მათ შორის ისეთი ცნობილი პლატფორმები, როგორიც არის Alibaba-ს Taobao, Weibo, Kuaishou და QQ (Tencent-ის სამესიჯო პლატფორმა). ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მარეგულირებლის თქმით, აღნიშნულ პლატფორმებზე ბავშვებისთვის შეუფერებელი და ზოგ შემთხვევაში უხამსი ვიდეოკონტენტი ვრცელდებოდა, რისი ამოღებაც კომპანიებს დაუყოვნებლივ მოუწევთ.

„ამ ოპერაციით უწყება ცდილობს გადაჭრას მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვების ფსიქიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. გვინდა აიკრძალოს ისეთი ვიდეოები, სადაც ბავშვები ინფლუენსერებად გვევლინებიან და აქცენტი „ფულის გაღმერთებაზე“ კეთდება. ამასთან ბევრი ვიდეო, ბავშვების მონაწილეობით შეიცავს პორნოგრაფიულ ელემენტებს, რაც ყოვლად დაუშვებელია,“ - აღნიშნულია მარეგულირებლის ოფიციალური განცხადებაში.