მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა

63f8a8912f6e8
გიორგი თოლორდავა
24.02.23 16:20
2644
ჩინეთი ომში ჩართულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მმართველმა კომუნისტურმა მთავრობამ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო 12-პუნქტიანი გეგმაც წარმოადგინა.

ჩინეთის შეფასებით, კონფლიქტი ამჟამინდელი მოცემულობით უნდა შეწყდეს, ანუ რუს სამხედროებს უნდა მიეცეთ იმ ტერიტორიების შენარჩუნების უფლება, რომელსაც ახალ აკონტროლებენ, უკრაინას კი ამ მოცემულობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

გარდა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობისა, ჩინეთის მთავრობა გაეროს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად დაუყოვნებლივ მოიხსნას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია და შეზღუდვა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთს გაეროს ერთობლივ რეზოლუციაზე მხარი არ დაუჭერია, რომლითაც მსოფლიოს 141 სახელმწიფო ცეცხლის შეწყვეტას და რუსული სამხედრო ძალების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანას მოითხოვს.

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უაღრესად პრორუსულია და ის შეუძლებელია სერიოზულად იქნეს განხილული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები