მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მონღოლეთის პრეზიდენტი კარანტინშია

5e58dfae3b605
ნათია თაქთაქიშვილი
28.02.20 13:46
1079
მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმააგიინ ბატულგა კარანტინშია, პრეზიდენტის იზოლირება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთდღიანი საქმინი ვიზიტით მეზობელ ჩინეთს სტუმრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრევენციის მიზნით, პრეზიდენტ ბატულგას და მის დელეგაციას იზოლაციაში ყოფნა 14 დღე მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო, რომელიც ჩინეთში შედგა კორნავირუსის აფეთქების შემდეგ.

მონღოლეთის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. მათ კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდები განიხილეს.

მონღოლეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დედაქალაქ ულანბატორიდან სხვა პროვინციებში მგზავრობაც დროებით შეზღუდა.