მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ პასუხი უნდა იყოს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის უფრო მეტი მხარდაჭერა“ – NATO-ს გენმდივანი

621918226913d
თამთა ჯიჯავაძე
25.02.22 21:53
3371
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, კრემლი ცდილობს, რომ შეასუსტოს ალიანსის პოზიციები მსოფლიოში. როგორც მან ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საჭიროა კოლექტიური რეაგირება იმაზე, რაც უკრაინაში ხდება. მისივე თქმით, უკრაინაზე თავდასხმა არ არის მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმა, ეს არის მთლიანი ევროპის უსაფრთხოებაზე თავდასხმა.

„ლიდერებმა დღეს დააფიქსირეს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მხარი დავუჭიროთ უკრაინას. კრემლი ცდილობს, რომ შეასუსტოს NATO-ს პოზიციები მსოფლიოში. შესაბამისად ჩვენი კოლექტიური რეაგირება და პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რათა დავეხმაროთ მათ რომ წარმატებით განახორციელონ დემოკრატიული რეფორმები და მიჰყვნენ იმ მომავალს, რომელიც თავად აირჩიეს.

დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე კრიზისი ხაზს უსვამს აშშ-ის და ევროპის ერთიანობის მნიშვნელობას NATO-ს ფარგლებში, არ არსებობს უსაფრთხოების გარანტია ძლიერი ევროატლანტიკური ორგანიზაციის გარეშე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, NATO-ს ლიდერები აღმოსავლეთ ევროპაში მეტი სამხედროს განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ალიანსის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

NATO-ს გენმდივნის სიტყვა "რუსთავი 2"-ის თარგმანის მიხედვითაა მომზადებული.