მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი ამოცანაა, 2025 წელს Dunkin-ის და Wendy's 150 რესტორანი გვქონდეს“ - ფხაკაძე

633a9ebdb51b1
თელარა გელანტია
03.10.22 23:35
1117
"ჩვენი ამოცანაა, რომ 2025 წელს საქართველოში Dunkin-ის და Wendy's 150 რესტორანი გვქონდეს“, - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 3 ოქტომბერს 77-ე რესტორანი გაიხსნა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქრაძის #40-ის მიმდებარედ.

„ძალიან კმაყოფილები ვართ იმ ფინანსური შედეგებით, რომლებსაც „ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნებისგან ვიღებთ. დღეს 76-ე რესტორანი გაიხსნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელი საქართველოში.

ჩვენი ამოცანაა, რომ 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 150 რესტორანი გვქონდეს“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

„ვენდისსა“ და „დანკინში“, დღეისთვის, ჯამურად, 1 500 ადამიანია დასაქმებული.